ქუთათელაძე ბადრი
გაზიარება

საქართველოს ექსკლიუზივი

არ შემიძლია, უტკივილოდ შენ რომ გიყურო,
შინაურისგან დაპყრობილო და გაყიდულო!..
ვალში ვართ შენთან, ფარნავაზო, მეფევ პირველო,
ათასეული წლების მერე უნდა გიმღეროთ...
ვალში ვართ შენთან და სიშორე აღარ გვაშინებს,
თითქოსდა ახლა გიპოვეთ და აღმოგაჩინეთ!
შორით გვიცქერის, დავით მეფე, მეფე თამარი!
სიყვარულშია ჩვენი ხსნა და გამოსავალი...
აგერ, გაისმის ლაფშა ცხენის ტორთა თქარუნი,
ეს ცოტნე მოდის, დადიანი _ და სიყვარული!..
გვმოძღვრავს, უბრალო, წვეროსანი,
მღვდელი თევდორე...
თავისი ნებით სისხლი ჩვენი მამულს ვერ ტოვებს...
და ეს დრო ჩქარი ჭირ-ვარამში როგორ გავიდა,
სირცხვილი ჩვენი!.. ძეგლი ახლა უნდა დაგიდგათ...
არ შემიძლია, უტკივილოდ შენ რომ გიყურო,
შინაურისგან დაპყრობილო და გაყიდულო!..

??????