თედორაძე დავით
გაზიარება

მამაჩემი ექსკლიუზივი

მენატრება მამაჩემი,
გზაც მოკლდება მამისაკენ,
როგორც გულს და
როგორც თვალებს,
ვუფრთხილდები მამის სახელს.
მამა გვზრდიდა რაინდებად
საბას იგავ-არაკებით,
არასოდეს უცხოვრია
დალხენით და გალაღებით.
სოფელს მისი ჰქონდა რიდი,
სიტყვას მისას ჰქონდა წონა,
სძულდა მშიშარა და ფლიდი,
სძულდა მლიქვნელი და მონა.
მამამ შიში არ იცოდა,
ომმა გამოსტაცა შიში,
სტალინგრადთან სტალინივით
ამაყობდა მამა ჯიშით.
კურსკთან სიკვდილს ეთამაშა,
კენისბერგში ითარეშა,
გამარჯვება დაიმშვენა,
დაფლეთილი ეპყრა დროშა.
მამა იყო ახოვანი,
გუმბათივით აზიდული,
ბაყბაყდევისძალა ჰქონდა
და კეთილი ბავშვის გული.

??????