სალვარიძე მზიას ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ მზია სალვარიძესთან 

- მზია, ვინაა შენი ლექსების პირველი შემფასებელი?
არავინ...
- ყოფილა შემთხვევა ლექსი ვერ აგიწყვია, რას გრძნობ ამ დროს?
ნამდვილად ვერ დავწერ სახალხოდ,რასთან ასოცირდება ჩემთვის დაუწერელი ლექსი. მაგრამ არადროს ვყრი ასეთ ფურცლებს. იმიტომ, რომ მათ აუცილებლად ვუბრუნდები ოდესმე...
- სად იწყება შენი ლექსი და სად მთავრდება?
ლექსი იწყება სურვილში და მთავრდება... იქ, სადაც უნდა დამთავრდეს.
- ხარ პოეტი თუ უბრალოდ შემოქმედი ადამიანი?
უბრალოდ შემოქმედი, რომელიც მხოლოდ საკუტარი სიამოვნებისთვის მოღვაწეობს და იშვიათად ფიქრობს სხვაზე.
- შენი საყვარელი პოეტი და ერთი სტროფი მისი ლექსიდან
ბათუმელი პოეტებიდან გორგილაძე მიყვარს
,,ღრუბლებს ეფერებიან,
ცაში ალვის კატრები,
ავდგები და ვიტირებ
როცა მომენატრები"
- რას გაძლევს  ლიტ.საიტები და თუ გაიზარდე შემოქმედების გარემოცვაში?
ჯერჯერობით ვერაფერს.... და სამწუხაროდ არა.
სუფრასთან სადღეგრძელო თუ გითქვამს ლექსად?
ლექსად კი არა საერთოდ,სადღეგრძელოც კი არ მიტქვამს არასოდეს...
- წელიწადის რომელი დრო გიყვარს და როგორი ხარ ამ დროს?
გაზაფხულზე ძალიან ქალური ვარ...
ზაფხულში დათრგუნული(შინაგან სიმხურვალეს ვერ ვარეგულირებ)...
შემოდგომა ჩემი სტიქიია...
ზამთარში ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს,რადგან ჩემი შინაგანი სულიერი მდგომარეობა კარგად ბალანსდება სიცივეში...
რას გრძნობდი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს?
ამაყი ვიყავი,რადგან ბრძოლის უნარი გვქონდა.ყოველთვის გამიგონია,რომ დღეს ძველებურად ვინღა იბრძოლებსო...მეკი ჩემი ქვეყნის ერთერთი ისტორიული ფაქტის მოწმე გავხდი და ეს ძალიან მეამაყება... ალბათ,როგორც ისტორიკოსს,მეპატიება ზედმეტი პატრიოტიზმი...თუმცა შედეგები ძალიან სამწუხარო იყო
- არ გიცდია რამდენიმე სტრიქონი მიგეძღვნა მათთვის?
ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა...
- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
გარეგნულად ყოველი დღე ერთნაირია...
შინაგანად კი ძალიან ,ძალიან მრავალფეროვანი,რადგან მე ჩემის სულის შემოქმედი ვარ...
- როგორია შეყვარებული ქალი?(მზია)
იქ, სადაც მე ვარ ქარიშხალია...
- ხშირად გჩუქნიან ყვავილებს?
არც ისე...
- რას უსურვებდი ქალებს?
ულევად თვითკმაყოფილების გრძნობას.
ინტერვიუში დასმულ კითხვებს ჰყავს რამენიმე ავტორი.
გთავაზობთ მზია სალვარიძის ერთ ლექსს:


მაჭახელას ფუტკარო

,,შეფრენილო ფუტკარო, წადი, მავანს უთხარო..."

ნეტაი,ჰაითკენ მიფრინავ
მაჭახელას ფუტკარო?
ბაბაის თქმული თუ გახსოვს,
გაღმელ ბერებს უთხარო:
ზედვაკიდან* ვაკემდე*,
ნისლი ღოღავს უჰალო*...
ნეტაი,კიდევ რამდენ ხანს,
უნდა გუუძლოთ უფალო?
ხედავ,კარჩხლის* წვერიდან
რაფერ დგება მზებერი,
ალბთ,ჩემმა ნენულამ*
შემეითვალა ხებერი*,
ჰოდა,გევდეთ კალოზე
დარდით გამოკამპულნი*
და მევსმინოთ იქიდან
შემოთლილი ქართული.
ნეტაი,წრევლაი* წვიმებმა
კერეკუჩხეს* რა უყო,
ლაზარობა* იზამეს*
თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი*
ხიდიდან და დუუძახეს:
მზეო,აგზენ გაგორდი!
ვაი,თუ ხერთვისს*  ქილისეს*
წვიმა გაცრა ყავარმა
სურო კედლებს მეედვა,
ეზო გაატალავრა,
ხავსი ხატებს შეუჩნდა,
გველი გაჩნდა ფუძეში
მაშინ რაღას ვჯახირობთ
დანა დევსოთ უბეში...
მაჭახელას ფუტკარო,
ქომო-ქომო* იფრინე,
მინდა ნახო სოფლებში
რაფერ ეფათუნება*
ჩემი გულის ჯიგარი
და მომიყვე ესხრიკვის*
ბედი თუ ეთბუნება.
მაჭედარი ხარივით
გულო, ბევრის ტანია,
რა ვქნა,ბედმა ბუხრიდან
კდარი ამატანია*
ისე ძალვან დამსხრიკა*,
ისე დამახუხუნა*,
რომ დამამხო ნაგრანი*
თავზე,რაფერც ხუხულა.
ჰოდა,მიტომ ყველა დღე
გაღმითებზე* ვლოცულობ,
მინდა დამღრალ* უბეში
გული ავუფართქალო,
სანამ სული ქართული
ჯერ არ დანაძირება.
სანამ კარჩხლის წვეროიდან
მზე იმედით მაჭიხებს*,
მაჭახელას ხევისკენ
აუყევი ფუტკარო!
* * *
მარა,ისვენ დაბრუნდი,
ბაბას უთხარ:- ვუთხარო....

??????