გაფრინდაშვილი ავთანდილ
გაზიარება

*** "აგვისტოა და ორღობეში" ექსკლიუზივი

აგვისტოა და ორღობეში
იცინის, იცინის შინდი.
სოფლელი გოგო ისე შემოგხედავს,
როგორღა დარჩები მშვიდი.
გაუდარაჯდები შეღამებულზე და
გუმანს შეგატყობენ –
გაგიქრება და ციცინათელებით
დაჭორფლილ ღამეს
ხელში შეგატოვებს...
აგვისტოა და ორღობეში
იცინის, იცინის შინდი,
სოფლელი გოგო ისე შემოგხედავს,
კაი ბიჭი ხარ და დარჩები მშვიდი...

??????