ჩილაჩავა რაულ
გაზიარება

როლი ექსკლიუზივი

ეს დედამიწა სცენაა ფართო,
სადაც ჩემამდე ბევრს უქროლია.
ჩემი ცხოვრება – ჩემი როლია,
მე საკუთარ ბედს ვთამაშობ მარტო!
არც დუბლიორი, არც სუფლიორი!..
მთელი ძალ-ღონე, მთელი გონება
როლს მოვახმარე, როგორც ქონება
და... ვიგრძენ შვება ამსოფლიური.
საქმე არც ისე ვაგლახად მიმიდის,
რომ მბრძანებელს ქედი ვუხარო,
მტერს და მოშურნეს სპა გავუხარო,
დავუხვდე, როგორც უმწეო მიმი.
მარტო ვარ, მაგრამ არა ვარ ერთი
(მე ვიცი, ვისი ნათელიც მადგას!..)
ჩემი ცხოვრების პიესას დადგამს
თვითონ პიესის ავტორი – ღმერთი!

??????