ალბუთაშვილი ცოტნე
გაზიარება

არა, ძმაო ექსკლიუზივი

აგყვე?.. ისე...
შენგან დაგესლილი წახდა ბევრი,
ვინ შენა და... კაცის ნდობა?!
სად ნამუსი... ვისი დარდი.
არ აგყვე და...
დამთმობისაც ვიცი ბედი –
გადაუვლი თავზე, ვითარც
ყორეს ნანეხვარი ბარდი!
ხალხი ვიცი, –
ორფა ენას ისე ხმარობს –
სულში ჩაგიძვრება – გველი
ვითარც ჩაეღვრება ხაროს!
აგყვე, რა ვქნა?!
არა, ძმაო, ღმერთმა ნუ ქნას,
გავგიჟდე და შენნაირი
გიჟის მარცხმა გამახაროს!
ბორბალოზე
ბროლ-ფიქალის დავდგი კოშკი –
ცათამბჯენი,
ცხრამხრივ კლიტე-რაზიანი,
გარს ცხრაპირად
შემოვარტყი ქარაშოტი –
გამყივანი,
უტეხი და ბრაზიანი.
................................
რომ არ ჩემი
დაბადება მარტობისას,
რომ არ გული –
თქვენს სიყვარულს ნაზიარი...
გაბზარავდა
ჩემს ლამაზ კოშკს მარტოობა –
ბერბიჭობის
ბასრბრჭყალება ბაზიარი.
ნისლიანმა
აპრილობამ თქვენი თმების,
თვალთა თქვენთა
მაგ დაუნდო ნადობებმა –
ამამღერეს
და თვალუწვდენ სითეთრეში...
ჩემი მთები –
`დარბაზი” და `ნაკოშკარი” მაგონდება.

??????