დუმბაძე ლევან
გაზიარება

დიდგორი ექსკლიუზივი

იქ, მაღლა, მთებში
ლამაზი მინდორია,
იქ, ჩემი დიდგორია...
ჩემი ძლიერების ის არის ველი,
ველი მოჩითული ისეთი ფერით...
იქ, ჩემი ურჩი და ჯიუტი სულია,
იმ სულს ოდითგანვე მზესავით უვლია.
მრავალჯერ ამოსულა და
ნისლში მიმალულა
და ბევრი წამი ჰქონია სინანულად.
ის ჩემი იმედის მარადი სიმწვანეა,
რაც კი შემიქმნია, რაც კი მიწვალია,
ჩემთვის მზე ასეთია, ჩემი ცა ის არი.
ის მიწის ნაჭერია ჩემი საესავი.
იქ, მაღლა, მთებში დიდგორია,
ის ჩემი უკვდავების მინდორია.

??????