ხარაიშვილი გულნაზ
გაზიარება

აფხაზეთი ექსკლიუზივი

აფხაზეთის ომის ცეცხლი ვნახე,
სისხლის ღვარი, ცრემლები და ჯვარცმა.
იქ კვლავ ცივა, ქარი ჭადრებს არხევს,
კვლავ ბატონობს სიკვდილი და ძარცვა.
ყვავ-ყორნებით დაკორტნილი გალი
მკერდს უშვერდა მტრის ყუმბარებს დახლილს.
კრთოდა სივრცე, წითლდებოდა წყალი,
ზღვა რეცხავდა იქ სისხლიან მახვილს.
სუსხს აფრქვევდა მარტოსული მთები,
ვიხანჯლავდით იმ ტკივილებს გულთან.
ქართველების მოჭრილ თავებს მტრები
სტადიონზე აგორებდნენ ბურთად.
მაგრამ ქრება დრო _ სატანის კვალი,
ვარსკვლავები განაგრძობენ ციმციმს,
აფხაზეთი _ საქართველოს თვალი,
კვლავ ქართულად ამღერდება ვიცი!

??????