მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)
გაზიარება

*** "ზედმეტი ძალით განაწვალები" ექსკლიუზივი

ზედმეტი ძალით განაწვალები
სოლომონივით დიდხანს გედავე,
და მღალატობენ ისე თვალები,
თითქოს საკუთარ სიკვდილს ხედავენ.
ზედმეტი სისხლით განახელები
იაკობივით დაგეჭიდავე.
და მღალატობენ ისე ხელები,
თითქოს საკუთარ კუბოს ჭედავენ.
ზედმეტი ცეცხლით განახურები
პრომეთესავით კლდემ მიმისვენა,
და მღალატობენ ისე ყურები,
თითქოს საკუთარ წირვას ისმენენ.
კმარა! იხილე ხმა მომხმობელი,
ღმერთო, დალოცე, შენი ნერგია,
ამა სოფელის დამამხობელი
და აღმდგენელი _ ეს ენერგია.

??????