ჩალაბაშვილი თემურ
გაზიარება

გაგეჯიბრები სიკვდილო ექსკლიუზივი

გაგეჯიბრები, სიკვდილო,
აბა, სად შენ და სად მეო,
მასპინძლად ხო არ ვარგიხარ,
აღარც რო მიშვებ სადმეო.
დამხვდები ჩაღამებული
მე, მოწყვეტილსა სამზეოს,
წამიყვან პაპის პაპასთან,
რომ ვეამბორო მხარზეო,
სისხლი მოვწმინდო მკერდზედა,
ხელი შევავლო ფარზეო,
არცა რა მედარდებოდეს,
დამდგარსა სწორსა კვალზეო.
...მგონი, გაჯობე, სიკვდილო,
ავს არ ამბობენ მკვდარზეო...

??????