ჩალაბაშვილი თემურ
გაზიარება

მეხარები? ექსკლიუზივი

ხშირად მწყინხარ,
თუმცა ხშირად მეხარები,
შენს უღელში
მებრალება მე ხარები.
რად შეჩერდი,
რად დამორცხვდი,
წამო წინა,
ქართლის მინდვრებს,
ნახე, როგორ წამოწვიმა.
შინდის შტოზე
ის პაწია ჩიტი გალობს,
იმ პაწიას ის პატარა
ჩიტი წყალობს.
აღარ მინდა,
აღარც მზე და აღარც ღვინო,
როგორ მინდა,
შენს ბაგეზე ვიღიღინო.
ხშირად მწყინხარ,
მაგრამ ხშირად მეხარები,
შენს უღელში
მებრალება მე ხარები...

??????