არაბული შაბურა
გაზიარება

ბავშვობა ექსკლიუზივი

ხელჩაქნეული ბებია
მომჩერებია მომაკვდავს,
ჩემს ძმებსაც მიმატებია
დღეები, მე რომ მომაკლდა.
ავმა ზვავმა და მეწყერმა
სილაღე გადამითელა,
მე უკვე ბოდვა მეწყება,
ავად ვარ, ვებრძვი წითელას.
ჭალას გულდიდად ჩავივლი,
რამეთუ მაინც გადავრჩი,
ვით ბალახებში ყვავილი,
ვით ნაპერწკალი _ ღადარში.

??????