ჯახუა იმედი
გაზიარება

ცოტნე ექსკლიუზივი

მერაბ კოსტავას
თაფლწასმული მზეზე ვწევარ,
გულზე იმედს ვაბალახებ...
_ მალე ცოტნე მოვა, მჯერა,
ღმერთი ცოტნეს დამანახებს!..
მშობელივით ვკოცნი მიწას
საბაღეს და სავენახეს...
_ სხვა მიწაზე გამოზრდილი
ერთი ცოტნეც დამანახეთ!
დუნიაზე ვხედავ უშქარს
შლაპებს, ჩალმებს, ჩაბალახებს...
_ დღემდე ცოტნეს ქუდის ღირსი
ვერსად ვერვინ დამანახეს...
სული მისი, მარადისი,
ერის ნამუსს ავარაყებს!..
_ ცოტნეს გვერდით დგომის ღირსი
წამლად კაცი დამანახეთ!..გმირობის და თავგანწირვის
ღმერთო, ნიჭით გამალაღე!..
ყველა ნაღდი ქართვლის სულში
ცოტნეს სხივი დამანახე!..
რომ კვლავ რიხით ვუთხრა მავანს,
ბოღმით გულ-ტვინ განალაყებს:
_ თუ ბიჭი ხარ, ერთი თქვენშიც
ერთი ცოტნე დამანახე!..
ისემც მამა მას უცხონდა
/დედა ნახე, მამა ნახე!../,
ცოტნეს მშობი ერის მტერი
მე რომ ცოტნეს დამანახებს!..

??????