ღლონტი ომზირი(არქიმანდრიტი ნიკოლოზი)
გაზიარება

ბათუმი, პორტი ექსკლიუზივი

ლუდხანაში მოგიგონეს ძმაბიჭებმა, მარი...
`გამითათხეს~
ის მუდრეგი _ შენი წუწკი ქმარი...
მეც გადმომწვდნენ... უმიზეზოდ ამიტეხეს შარი,
ამიტირეს ხმაჩამწყდარი სიყვარულის ქნარი.
... სადღეგრძელოს
ძველებურად, გულითადად სვამდნენ,
ლუდის კათხებს
მაგიდაზე უხმაუროდ (!) დგამდნენ,
თვალში ცრემლებს
ისე ნაზად, `შეუმჩნევლად~ კლავდნენ,
გეუბნები, ეს ოხრები აზნაურებს ჰგვანდნენ,
...ხელის გულებს
ისისხლავდნენ, `დაეძებდნენ ~ ხიჭვებს,
აგინებდნენ...
შენ კი არა, რუსული ტყის ფიჭვებს,
(სიმორცხვისგან მოსდიოდათ... )
მე გუმანით ვიჭერ...
უსაშველოდ მოენატრე ჩვენი ამქრის ბიჭებს!
... გამჭვარტლული
`გაიხსენეს~ ჭერი შენი ჯარგვლის,
არ გეწყინოს...
ის შეგირდიც, კუზიანი ქარგლის,
შეგვიგინეს სატრფიალო ხეივანი კაკლის...
მეც მაკადრეს...
გარდასული ზმანებებით დაღლილს.
ისევ წვიმამ
მისაშველა... მარტოობით მთვრალი...
ხუთ სტერლინგად მეფერება
პორტის ძუკნა ქალი...
დავიქანცე, სიზმარეულ ჩვენებებით მკვდარი,
მენატრები... მენატრები... მენატრები, მარი!
ღამეა და...
სურვილი მკლავს... ნაკლები ვარ ვისზე,
ალბათ ახლა
იმ ნაბიჭვარს `გამოყევხარ~ ბისზე...
(სამუდამოდ ჩაწერილხარ ჩემი სულის ფირზე)
ავღრიალდი...
აშარ-გაბო ტორს მაფარებს პირზე!
დამიბრუნდი, მე ვერ გავძლებ უშენობით, ვერა!
ვერც ბიჭები...
გიჟ-გოგიაც სიფათს ძლივსღა კერავს,
ახლა ჩვენში სხვა დარია, სხვა ქარები ბერავს,
ერთხელ მაინც გამოგექცეს ბათუმისკენ მზერა!
ნავსადგომში
ჩვენ დაგხვდებით, მოგყვეს ის ახვარიც,
არას ვკადრებთ,
გეფიცებით, რახან ჰქვია ქმარი...
...შენ გვეგონე...
გუშინ წვიმამ შემოგვიღო კარი,
მოგვენატრე, უსაშველოდ მოგვენატრე, მარი!

??????