მთვარელიძე მურად
გაზიარება

*** "ერთგან კრთება თოლია" ექსკლიუზივი

ერთგან კრთება თოლია,
ერთგან ალბატროსია,
ეგ ყორანი უთუოდ
ედგარ ალან პოსია.
ვუმზერ ცას და ღმერთს ვვედრებ,
მომცეს ხანი ნისიად,
ეს ყაყაჩო ხატულა
ომარ ხაიამისია.
ჩვენი ყოფა ჯერ ისევ
უფრო შავით სავსეა,
ეს არწივი დაჭრილი
ვაჟა-ფშაველასია.
ვეღარ შველის ჭრილობას
ახლა სულის ბერვანი,
როდის ჩამოიქროლებს
ნეტავ ტატოს მერანი?
მე კი ვნატრობ: ოცნება
მქონდეს უფრო ხალასი,
ეს ბულბული ვისია?
რა თქმა უნდა, ანასი.

??????