კობახიძე გიორგი
გაზიარება

ახლა რომ იყოს ოცდაჩვიდმეტი ექსკლიუზივი

ახლა რომ იყოს ოცდაჩვიდმეტი!..
ხანდახან, ისე, სხვათა შორის,
(შემინდე, ღმერთო!)
რომ წარმოვიდგენ... გული მტკივა!..
(ვთავხედობ ერთობ)
მე გული მტკივა არა იმაზე,
(გამიგეთ სწორად),
რომ იქნება მსხვერპლი დიდძალი,
არამედ... ღმერთო! _
აზელილა ქვეყნის რბილ-ძვალი,
მზე გაუხდიათ სათამაშოდ, მზე...
ოინბაზებს.
... არამედ, გული მტკივა იმაზე,
რომ ქვაფენილზე ბევრად ნაკლებს,
გაცილებით,
წილად ხვდეს დახლა...
ოცდაჩვიდმეტი რომ იყოს ახლა.

??????