სულაკაური გიგი
გაზიარება

ქუჩის ბიჭების გასაგონად ექსკლიუზივი

ჩემს ძმას
უთხარი დედას,
რომ ამაღამ არ დამელოდოს _
ჩრდილების სადგურს არ მოადგა
მატარებელი.
დაივიწყოს
მაგიდაზე დატოვებული ჩემი არჩივი _
პურიც, ღვინოც, სიყვარულიც
ხელუხლებელი...
ძნელი ყოფილა კარს მიღმა ყოფნა,
ქუჩის ბიჭებთან მოძრაობა,
მდინარის დევნა _ ზღვამდე მიყავხარ...
უფრო ძნელი კი _ შინ დაბრუნება.
თუმცა, რას ვამბობ, ეს ყველაფერი
ხომ უკვე იყო,
ნანახი მაქვს, გამოცდილი და
გადაყრილი...
მაგრამ იგივე მაინც არ არის
(გადამავიწყდა, რომ სამყარო
წამში იცვლება),
მეც ხომ იგივე აღარა ვარ _
რაც დავიბადე,
იმის მერე თითქმის ყველა დღემ
ძველი ძონძივით შემომაფლითა
ჩემი თავის თითო ნაწილი _
ჩრდილიღა დავრჩი და იმასაც
აქა ვტოვებ
ამ უცნაურ, ბებერ ქალაქში _
ჩრდილების სადგურს არ მოადგა
მატარებელი.

??????