შეწირული მზია
გაზიარება

ზოგჯერ ექსკლიუზივი

ზოგჯერ _ პეშვი წყალია,
ზოგჯერ _ ვეფხვის ცალია,
ზოგჯერ _ მორცხვი ძალიან,
ზოგჯერ _ ქარიშხალია,
ზოგჯერ _ შესაბრალია,
ზოგჯერ _ კლდე და სალია,
ზოგჯერ, თუ არ სცალია,
ალბათ, ჩვენი ბრალია.
ზოგჯერ დიდი ძალაა,
ზოგჯერ რბილი კრავია,
ცის და მიწის ერთობის
ჯაჭვი და საკრავია.
ზოგჯერ, როგორც კალია,
მზით და მიწით მთვრალია,
ზოგჯერ _ მოსწონს გალია
ზოგჯერ _ (როცა წყნარია).
მასზე ძლიერს იცოდებს!
და თუ ზოგჯერ მწყრალია...
დაამშვიდეთ, სიცოცხლე _
მოეფერეთ, ქალია !!!

??????