ხარაიშვილი ბეჟან
გაზიარება

*** "თოვს..." ექსკლიუზივი

თოვს და მდინარის გაყინულ ენას
შავი კბილებით იჭერენ ქვები...
შენ _ თბილ ბალიშზე ჩაგთვლემდა, ალბათ,
მე _ იმედებთან ალერსით ვთბები.
თეთრი ძაფებით მოგართმევს ჩემს სულს
ზამთარი _ ჩემი თეთრი თოლია,
ვფიცავ იმერულ ტყემლის ჭაღარას,
მაგ კბილთა ფერი გამოჰყოლია
ფიფქებს და ახლა თვალში მადნება.
თოვს და მდინარის გაყინულ ენას
ცემს თეთრი ქარი ტოტების ხელით.
ო, ლამისაა თოვლიც დაადნოს,
გული შენ გამო ისეა ცხელი.

??????