ბალახაძე სიმონ
გაზიარება

მარგალიტის მძებნელი ექსკლიუზივი

დავივიწყე ხედები
დედამიწის მზებნელის,
ზღვისკენ მივეხეტები
მარგალიტის მძებნელი.
გაიღვიძე, ლაზარე,
მზის ალერსით ვივსები,
მიყვარს უზარმაზარი
ლურჯი ოაზისები.
სიყმაწვილის ზღაპრები
ხმიადივით მომშივდა,
უფლისწულის საცოლის
გადავარდნა კოშკიდან.
დავივიწყე ხედები,
დედამიწის მზებნელის,
ზღვისკენ მივეხეტები
მარგალიტის მძებნელი.

??????