ტიგინაშვილი დავით
გაზიარება

გაგახარებ, საქართველოვ... ექსკლიუზივი

დღე და ღამე უკან დამდევს
ჩემი ყრმობის აჩრდილი,
დარიალის წყაროებით
და მტვრითა ვარ გაზრდილი.
ჭიუხებში შენი ქვეყნის
საზღვრის დაცვას სხვა რა სჯობს,
მე და თერგი საქართველოს
დარიალზე ვდარაჯობთ.
მყინვარწვერო, მე გულს მიკლავს
შენი ტრფობა ფარული,
ჩუმად მითხარ, დედოფალი
სად გყავს გადამალული.
გაგახარებ, საქართველოვ,
კეთილი მაქვს მიზანი,
თამარ მეფეს ოქროს ეტლით
მალე გამოგიგზავნი.

??????