მღვდლიაშვილი თინათინ
გაზიარება

ფოთოლცვენა ექსკლიუზივი

ფოთოლცვენაა, ჩემო,
სანაპიროზე ცივა.
გახსოვს, ალუბლის გემო,
ჭრელი ფოთლების წვიმა?
გახსოვს ცისფერი სკამი,
ალექსანდროვის ბაღი?
იასამანი სამი,
ჭადრის ფოთლების თაღი?
საღამო იყო თბილი
და სიყვარული მუნჯი.
შენი ნაკვთები თლილი,
შენი თვალები ლურჯი.
და ღამე იყო თეთრი,
და თეთრი, თეთრი არე...
მტკვრის სილუეტი მკვეთრი
და ფერმიხდილი მთვარე.
და მე ვიყავი ბავშვი
სიყვარულისგან მთვრალი,
და მაცილებდით სახლში _
შენ, თბილისი და მტკვარი.
მერე დაიმსხვრნენ წლები,
ჭრელი გახუნდა ფარჩა...
ბაღის კონტურის გარდა
აღარაფერი დამრჩა.
გახსოვს, ალუბლის გემო?..
გადარეული წვიმა?..
ფოთოლცვენაა, ჩემო,
სანაპიროზე ცივა.

??????