არაბული მურთაზ
გაზიარება

წერილი დედას ექსკლიუზივი

არეული მაქვს, დედი, გზა-კვალი,
დავდივარ, ვიყო თითქოს მძინარე,
ბეცად მიღიმის კაცი მზაკვარი,
გაკლაკნილია მღვრიე მდინარე.
გადამეჩეხა კლდეში მერანი,
გამიორგულდა ქალთა ფერია,
ჩამსაფრებია ჟამი ვერანი,
თვალსაწიერიც ბინდის ფერია.
დატანჯულია სული ეული,
ირგვლივ სიბილწე, შური, ჯალათი,
დანომრილია ჩემი სხეული,
რომ ვერ ვიგუე მონის ხალათი.
შემომჯარვია კაცთა ავი ზნე,
ვწევარ, ნარეკლის ნალი მიგია,
დღეს მე ვარ, ვიცი, ტყვიის სამიზნე,
ხვალ კიდევ, ალბათ, სხვისი რიგია.
დიდი ტკივილი სულში ნაბანი,
ამოხეთქვამდე სისხლმა გაწმინდა,
წამოიხურა სევდის ნაბადი
და გაიზარდა ნისლში მთაწმინდა.

??????