ნარმანია ზურაბ
გაზიარება

*** "ცაზე კრუხივით ჩამოჯდა მზე და..." ექსკლიუზივი

ცაზე კრუხივით ჩამოჯდა მზე და
თბებოდა კვერცხი ჩაძირულ ნავში;
და ჭიშკარივით გაიღო დედა
და შინ ტირილით დაბრუნდა ბავშვი:
_ ვისია კოვზი ვარსკვლავით სავსე?
ზეცის სიფითრე ვის სახეს შვენის?
ამ უდაბნოში ვის დავემსგავსე?
მითხარით ვინმემ სახელი ჩემი.
_ ის, ვინც გისროლა, ალბათ, ცის არი,
მიაყურადე სივრცეთა სიცილს _
ისე მიფრინავ, როგორც ისარი,
მაგრამ სამიზნე არავინ იცის.

??????