მაჭარაშვილი სოსო
გაზიარება

თუ ნათელი ემატება დღეს ექსკლიუზივი

არარსებულს არ უწვრთია დიდება,
არც სიძულვილს გაუკვალავს გზები,
საქართველოს სიყვარული სჭირდება
და სიმაღლის დასაპყრობი Fფრთები!
ზენა ქარი ზეცას აუხირდება,
ქვენა ქარი ქარაფსა და კბოდეს,
საქართველოს ერთგულება სჭირდება,
რომ სიცოცხლეს გამართლება ჰქონდეს!
როცა ფიქრი რწმენის ბილიკს მიჰყვება
და მერმისი ემსგავსება ედემს,
საქართველოს ერთნებობა სჭირდება,
რადგან სული უკვდავებას ეძებს!
და თუ ბედმა გაღიმება ინება,
თუ ნათელი ემატება დღეს,
საქართველოს გამრავლება სჭირდება,
რომ სხივები დაუდაფნოს მზეს!

??????