ბერაძე ნუგზარ
გაზიარება

*** "ხევსურეთს ახლა სითიბი მოსავს" ექსკლიუზივი

ხევსურეთს ახლა სითიბი მოსავს ?
და ცვარ-ნამს ისხამს ყელზე მძივებად.
პატარა გოგოს უმანკო კოცნას
ჰგავს ცისკრის მორცხვი აციმციმება.
ვაჟას ნაბიჯით აზომილ ლურჯ მთებს
მოსდევს არაგვი ძირს და მოჰბღავის.
აქ, ქედებსშუა დასახარჯ წუთებს
არაფერი სჭირთ დასაზოგავი.
კლდეზე შევკიდებ მზერას და ხარ-ჯიხვს
მოვწყვიტავ თვალის ერთი შევლებით,
ნადირობისას დაკარგულ ჯარჯის
შუნის ზიდვაში შევეშველები.
პანტების ძირში გავითევ ღამეს,
მოვიწყენ ლურჯ მთებს და თეთრ ბილიკებს,
და გვირილებზე დაყრილ ცვარ-ნამებს
მარგალიტებად ჩამოგირიგებთ.
ხევსურეთს ეხლა სათიბი მოსავს,
და ცვარ-ნამს ისხამს ყელზე მძივებად,
პატარა გოგოს უმანკო კოცნას
ჰგავს ცისკრის რძისფრად აციმციმება.

??????