ცინცაძე ნანა
გაზიარება

შური ექსკლიუზივი

როგორ უნდა დაიდო
ჩემს დარდებში ბუდე,
შენ ლარივით გზები გაქვს,
მე _ ცხოვრება მრუდე.
შენ მაგალითს იძლევი
ქალობის და დედის,
მე... მადლობა შემოქმედს,
ბოჰემური ბედის.
შენ სასწორი გიჭირავს,
გრამს არ აკლდეს გრამი,
მე თემიდას მივართვი
ჩემებური ქრთამი...
შენ რომ ასჯერ ზომავ და
მერე ერთხელ გაჭრი,
მე სამოსი მაცვია
დაფლეთილი ნაჭრის.
დარიგებებს იძლევი
მოწოდებით _ დედა,
მე იებზე ვიბნევი,
ოცნებასაც ვბედავ.
შენ ასაკით ბრძენდები,
მე მაკლდება Eჭკუა...
ჰოდა, არ დავბერდები,
სადმე ტრფობა თუა.
შენ ამაყად დადიხარ,
მე წამისვი მური,
პირველი ქვა იმისგან,
ვისაც არ კლავს შური...
არც მე მინდა დაიდო
ჩემს დარდებში ბუდე.
შემოქმედმა დამლოცა,
გზა მაჩუქა მრუდე...

??????