ბერიძე სანდრო
გაზიარება

*** "სიცოცხლე მღერის" ექსკლიუზივი

სიცოცხლე მღერის: `დავრჩე ეგება”...
სიკვდილი მღერის: `რა დროს ეგ არი”...
მკვდარ-ცოცხალს ერთად მიერეკება
ჟამი მკაცრი და დაუდეგარი.
მიუწვდომელი ბუდე ციერთა,
დასავანებლად სულებს რომ სურდათ,
ისე გაცვდა და გამიწიერდა,
რომ მასზე ფიქრიც მექცა აბსურდად.
დაშრა უცრემლოდ გრძნობა ფარული,
გულში რომ კრძალვით მარტოს უვლია.
ბანალურია დღეს სიყვარული
და სიძულვილიც ბანალურია.
პოეტი, სხვათა დარდის მპარავი,
გულგრილი მზერით ხვდები ალიონს.
ცოდვებით სავსე მადლის კარავში
ნეტა ვინ უნდა მოინანიოს.
სიცოცხლე მღერის: `დავრჩე ეგება”...
სიკვდილი მღერის: `რა დროს ეგ არი”...
მკვდარ-ცოცხალს ბნელში მიერეკება
ჟამი მკაცრი და დაუდეგარი.

??????