ბერიძე სანდრო
გაზიარება

*** "ტიტე ჯვარს აცვეს" ექსკლიუზივი

ტიტე ჯვარს აცვეს, ჯვარს აცვეს ტიტე,
პაოლომ თოფით მოიკლა თავი,
მეც საწვალებლად ზურგზე ამკიდეს
ჯერ გაუთხრელი ჩემი საფლავი.
მეც ამქვეყნიდან უნდა წავიღო
ყველა დარდიან კაცის ტკივილი,
ვინც ბედნიერი ბედის არ იყო
და მიმოშლილა ცრემლში ტივივით.
მე რეტიანი სამყაროს ცოდვა
სამარეშიაც გადამაბრუნებს,
რადგან ადამის ჯიშსა და მოდგმას
ლოცვის მაგივრად წყევლა არგუნეს.
მე მინდა ბოღმა შევსვა ფარულად,
პოეტის ნაღდი ცრემლი დამისხით,
ჭრილობას ხანჯლით გახსნა არ უნდა,
გულიდან სისხლი წვეთავს თავისით.
გზებს აფარია მზარავი ზაფრა,
ვარდებს თანდათან ცვლიან ბარდები,
მე მზის ღიმილი მიყვარდა, მაგრამ
მე სიკვდილითაც გავლამაზდები.
გაჩენილია სულში ხანძარი
და ბედისწერა ბეწვით აბია,
რომ ღამეს დარჩეს თეთრი ზღაპარი
და გაწყვეტილი ბიოგრაფია.

??????