ბერაძე რამაზ
გაზიარება

კვლავ ადამიანი ექსკლიუზივი

სულს სწყურია სივრცეებში ნავარდი და
უფსკრულისკენ ძლივს მიიკვლევს გზაწვრილს,
ამაღლება თუ იწყება ჩავარდნიდან,
ფრთები უკვე დავწვი.
და მივქრივარ და ვეშვები უსასრულოდ,
დასანარცხი არ სჩანს ძირის ძირი,
მიწის იქით, მიწის მიწის მიწას ვსტუმრობ
ღმერთისა, თან ლუციფერის შვილი.
ცოდვამ, ცოდვით სანავარდოს გამარიდა
და მივქრივარ მონარცისო მტილი,
ამაღლება კი იწყება ჩავარდნიდან,
მაგრამ უფსკრულს ვერ ვუპოვე ძირი.
და მივქრივარ და ვვარდები და ვეშვები.
ღმერთო, ეგებ შემაშველო ხელი,
გააფთრებით, გახელებით, გავეშებით
ვებრძვი, ვიბრძვი, ვიბრძვი, ვებრძვი, ვკვდები.
დროა ფრენის, დროა ფრენის, დროა ფრენის,
დასაყრდენი ვერ ვიპოვე ფსკერი,
ხორცი რაა, ხორცის იქით გადარჩენის
იმედს ითრევს ქვე თუ ზედა სკნელი...
ცოდვამ ცრემლით ამამხედა სამარიდან
ჯურღმულისკენ მივუყვები გზაწვრილს,
სულს სწყურია სივრცეებში ნავარდი და
ძველი ფრთები დავწვი!

??????