ბოლქვაძე თამარ
გაზიარება

ნაბახუსევზე ექსკლიუზივი

გარეთ მარტია, ცრის რა მარტივად
მე ვზივარ სახლში მარტო.
ნაბახუსევზე გნატრობთ შენ და ლუდს,
ალბათ, შენ უფრო გნატრობ.
ხეებზე ბლომად ყვავების გუნდი,
და ახლა მაინც აჯობებს ლუდი,
რომ მომიყვანოს აზრზე.
ხვადი ზედ აზის საერთო ძუკნას.
მეზობლის გოგო უნიჭოდ უკრავს,
მიფრთხობს არმოსულ აზრებს.
სარკეს ვარიდებ სახეს და თვალებს,
ისევ ვიკიდებ უაზრო ვალებს
და მაქვს სურვილი ერთი:
ვიყოთ მე და შენ ისე მარტივად,
როგორიც ახლა გარეთ მარტია
და გაბოლება `კენტის...”
ცამ ყველა ფიქრი წვიმად ჩამოცრა,
შენი სახელი ჩუმად წამომცდა,
რა ამინდია გარეთ...
მე მინდა ქალი, მე მინდა სითბო,
ჩემი სხეული შენს სხეულს ითხოვს,
ამაღამ ისევ დავლევ...
ნაბახუსევზე თუ არ გამოვალ,
ისე, უბრალოდ, გარეთ გამოვალ
ვიცმევ გაცრეცილ პალტოს.
დგას ჩემს კარებთან ბებერი ძაღლი,
არ უნდა ძვალი და უნდა სახლი,
მასაც არ უნდა მარტო.
ვდგავარ, ვბაასობ ბებერ მუხასთან,
ჩემზე ლოთთან და ჩემზე უხამსთან,
ქუჩაში ვარ და გნატრობ...

??????