მახარობლიძე თამარ
გაზიარება

წვიმისა და იასამნის სუნი ექსკლიუზივი

ნოემბერი სევდისფერით შეგფერს,
შემოდგომას ესალმება სული.
რა ხანია დაუკარგავთ შენს თმებს
წვიმისა და იასამნის სუნი.
რა ხანია არ ყოფილა ზეცა
ქარვისფერი მზეთა სევდით მთვრალი
შენ ხომ ტანზე ნოემბერი გეცვა,
ფოთოლცვენით გაშიშვლებდა ქარი.
შემოდგომა ყვითელ სამოსს იცვლის,
უკვე სულშიც შემოსულა ნისლი
და თანდათან ჩაჰქსოვია შენს ფერს.
თითქოს ნისლით აგვსებია სული,
თითქოს მართლაც დაჰკარგვიათ შენს თმებს
წვიმისა და იასამნის სუნი...

??????