წიკლაური მარიამ
გაზიარება

ან რად მინდოდა 

დილაადრიან მოაკითხავენ
შენი ჩიტები ჩემს მონატრებებს.
აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი,
გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.
გადაიყოლებს ჩემი სიზმარიც
დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს.
ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე
რომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს.
ქარის ექოში შენს ხმას დავეძებ
გაფაციცებით. . . ყველას ვაჩუმებ.
გამოგვაკერეს ავგაროზივით
ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.
აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს,
როგორც დღეს _ თეთრი მთვარის ფრანები.
სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე 
ბედნიერების გადაბრალებით.
ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგან
სიხარულივით რომ ვინათხოვრე
ყველაზე დიდი და სევდიანი
უსიყვარულო ცის სიმარტოვე.

??????