ქებურია ბელა
გაზიარება

*** "თითქმის რაც გავჩნდი" ექსკლიუზივი

თითქმის რაც გავჩნდი, მას შემდეგ წამით
არ მახსოვს ყოფა მე შენს გარეშე
და ჩემი გულის პაწაწა ჩქამიც,
შენი სიხშირის ტალღას დაეძებს.
სულ სხვანაირი ვიყავით ადრე,
იმედით სავსე, სინათლით სავსე,
მაგრამ სატანამ ვერ მოისვენა
და ჩვენი გრძნობა დასრულდა ასე.
ვიცი, მიყვარხარ, მაგრამ ხანდახან
რაღაც უცნაურ აზრზედაც ვდგები,
_ თითქოს ისწავლე, თავის გატანის
გარდა არ სძებნო არც ერთი გზები.
...და ჭეშმარიტად გიცვალეს სახე...
ამის შემყურე ვიცი, გიკვდები,
თუ ადრე მეცხრე ცის კარი ვნახე,
დღეს მიმძიმდება ცრემლისგან ფრთები.
არ მინდა, გული რომ ქვად ვაქციო,
არ მინდა უცხო ფიქრები მახლდეს,
არ მინდა ზურგი რომ შეგაქციო,
შენ ისე შეშლილს მიგიგავს სახე.
მაგრამ ოდითგან მომდევს ყივილით
წარსულ ბრძოლათა მჟღერი ხმოვნება,
ყელთ მომხვევია დედის მძივივით,
შენი ცის ფერის ფერადოვნება.
მამულო ჩემო, სატრფოვ და დედავ!
ეს გული ლამის გამისკდეს, ხედავ,
დაბრუნდი ჩემთან მშვიდი და დიდი,
გახდი ისეთი, როგორაც გთვლიდი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა,
არსება ჩემი შენით სავსეა,
შენი ვარ ცრემლი თუ მიწის გუნდა,
ამიტომ მჯერა, გვიყვარდეს უნდა.
სიძულვილს ჩვენთან არ ჰქონდეს ბინა,
გაუტანლობის არ გვწვავდეს ცეცხლი
და ვინც გვაცდუნა მათ მივუყაროთ _
იუდას გესლი, იუდას ვერცხლი.

??????