მახარაძე თამარ
გაზიარება

*** :დავდექ და მარტომ დვლიე" ექსკლიუზივი

დავდექ და მარტომ დავლიე,
მარტომ ავწიე სასმისი,
შენ ჩემთან არ იყავი და
არც მსურდა ხილვა არვისი.
დავდექ და მარტომ დავლიე,
უხმოდ, უსიტყვოდ დავთვერი,
შენ ჩემთან არ იყავი და
ვისთვის რა მქონდა სათქმელი!
დავდექ და მარტომ დავლიე,
სულს მაინც ნისლი ებურა,
ნეტავი გვერდით მყოლოდი,
სულსაც დავლევდი მეფურად!

??????