გაბროშვილი თამარ
გაზიარება

ექო ექსკლიუზივი

ამ გაზაფხულზეც მომენატრები,
რადგან მექნება მიზეზი თრობის,
აფეთქდებიან ჩვენი ატმები,
მწვერვალებიდან ჩამოვა თოვლი.
ჩამოგვადნება სხეულზე ექო
და თმას დამიწნავ ისევ ახლიდან,
რომ ნაწნავების სიგრძით გაიგო,
რა დრო გასულა ბოლო ნახვიდან.

??????