ფანჩვიძე ლევან
გაზიარება

რუსთველური სიყვარული-2 ექსკლიუზივი

რა ძლიერ შევცოდე, არ უნდა გამეშვი
მე ვგავდი ავთანდილს,
ცრემლებით ვიმღერე,
მწირივით დავდივარ ყორნისფერ ღამეში
და უკან ყვავივით მომჩხავის სიბერე.
ძელქვებმა წუხილის ტოტები დახარეს,
თინათინ! გეძახი მე შენი მელექსე,
ცხრა კუბო წაიღეს მხედრებმა
ცხრა მხარეს,
ამაოდ გეძებდი ტანძიის ველებზე.
მზე მთების უბეში ხელივით შეცურდა,
ფიქრებმა მატირეს,
დამნაცრეს, დამღალეს,
მეც უნდა დავტოვო, წავიდე მეც უნდა,
მეც უნდა დავკარგო სამარე ცხრა მხარეს.
რომ მეტად ვერავინ ვერასდროს იხილოს
თუ როგორ ვასველებ
ცრემლებით ქვიტკირებს,
მოწყვიტავს ქართველი
მინდორში ღიღილოს,
თინათინ!
ქართველი ჩვენს გამო იტირებს.

??????