მებადური ზაზა
გაზიარება

ზამთარი-კარანტინი ექსკლიუზივი

გათოშილი შენობა,
თოვლი და უშენობა,
თოვლმა დაუშინა და
თოვლმა დამაშინა და
ვერ გავედი შინიდან.
ნუთუ მართლა გგონია,
მზეა, ან აგონია.
ანდა ღიმილს ქონიანს,
კატა მიარბენინებს.
ზამთარს ბოღმა ჰქონია,
გავალ, სადღაც ფონია,
გავალ, თითებს ქონიანს,
ძაღლებს დავაკბენინებ.
მომეკიდა მაჭარი
და ლოგინი ვაჭარი,
განა მართლა ვაჭარბებ,
ძილში მეპატიჟება.
მე კი არ მეძინება,
თოვამ ასე ინება, _
თოვლში გასეირნება, _
ზრიალებენ მინები
და მთვარე იგინება.
გარეთ მოწმის გარეშე,
ღვინოს სვამენ ქარები,
მერე გალეშილები
კარებს მიბრაგუნებენ.
გამიფუჭდა გუნება,
ეს ერთი ფუფუნება,
ან ამ ღუმელს რად უღირს,
ერთი აგუგუნება.
გათოშილი შენობა,
თოვლი და უშენობა,
თოვლმა დაუშინდა და
თოვლმა დამაშინა და
ვერ გავედი შინიდან.

??????