შამფრიანი ბეთქილ
გაზიარება

*** "ის ბედნიერი იყო აწმყოთი" ექსკლიუზივი

ის ბედნიერი იყო აწმყოთი
და უმადური ცოტა _ წარსულის,
ვით დავიწყებულ ლექსის ნაწყვეტი,
აგონდებოდა ერთი ასული.
ის იჯდა ტყეში. მაღლა ჩიტები
ჭიკჭიკებდნენ და სულს უამებდნენ.
აგონდებოდა თეთრი ბინდები,
რაიც გონებას გამოჰყვა დღემდე.
აგონდებოდა ის ორშაბათი,
როცა მან სცადა თავის დაღუპვა.
შემოიხვია ლურჯი ლაბადა
და ზეცისაკენ თვალნი აღაპყრო.
სიამოვნებდა ეს მარტოობა
დაღლილს ფიქრებით, დაღლილს სხეულით
და უხაროდა, რომ მიატოვა
ქროლვა გიჟური, ქროლვა წყეული.
უფიქრდებოდა წინათ ცხოვრებას,
როცა მომავლის გზას ვერ სახავდა
და ტვინი მისი თითქოს ყველაფერს
ფოტოფირივით სულ ინახავდა.
აგონდებოდა, ღვინიან ჭიქით
რომ იშუშებდა გულის იარას,
ის დაიღალა ჯდომით და ფიქრით,
წამოდგა მზეზე და გაიარა.
... და უსიერში, მარადის კენტი
დააბიჯებდა პოეტი _ ღმერთი.

??????