ბექიშვილი თეონა
გაზიარება

სამი კაკალი კონკიასათვის 

ძუნწი ვიყავი,
ძუნწი და მშიშარა,
და ვერაფრით ვერ გავიმეტე
ჯადოსნური კაკლები,
რადგან რაღაც უფრო დიდისთვის მეხარბებოდა,
და არც მქონდა ისეთი სურვილები,
რომ გამერისკა,
და ხელცარიელი დავრჩენილიყავი.
და აი შედეგი,
სამი გამოხრული კაკალი,
სამი ფუტურო სიცარიელე...
მაგრამ მე ახლაც არაფერს ვრისკავ,
მაგრადა მაქვს მომუჭული ხელისგულები,
და მოვდივარ,
ვერგაბედული სურვილების მდინარისკენ
არც ვიხედები.

??????