ჭურკვეიძე მადონა
გაზიარება

რომელი მქვია ექსკლიუზივი

იქნებ გავიგო ადრე თუ გვიან,
აზრები ასე რატომ მერევა,
ამ სულის პატრონს რომელი მქვია,
სასჯელი ვარ, თუ ბედნიერება.

მივყვები აღმართს ვიწროს და ქვიანს,
მზე მაფოფინებს უცხო ფერებად,
ნეტავი ვისთვის რომელი მქვია,
სასჯელი ვარ, თუ ბედნიერება?

ქარს აწეწილი ფიქრები მიაქვს,
თან მაშინებს და თან მეფერება,
მინდა ვიცოდე რომელი მქვია,
სასჯელი ვარ, თუ ბედნიერება?

??????