ჭურკვეიძე მადონა
გაზიარება

დროის მერანო ექსკლიუზივი

სად გარბიხარ დროვ და ჟამო, ფეთიანო მერანო,
რატომ გინდა დამიშავო, ურცხვად გამავერანო?
თავს რომ ხანი მოითოვე მომეტებულ ქულებად,
რა მიზეზით მოინდომე ჩემი განადგურება?

შემომხედე დროის რაშო, სად იჩქარი ნეტავი,
შენებურად ნუ ფარფაშობ, ნუ ხარ გაუხედნავი?!
გული ისევ ისე ფეთქავს, ხელარმოუცარია,
შენ რაც ჩემთვის უნდა გეთქვა, ადრე არის ძალიან.

ჭარმაგობა რატომ გშია, რომ დამჩხავი ყვავივით,
ჯერ კვირტობის ასაკშია ჩემი სულის ყვავილი,
ვერ დამიჭკნობ მზეს და ჩეროს, რაცარუნდა იჭექო,
სჯობს სიჩქარე შეანელო, არსად გადაიჩეხო.

??????