ლიპარტია სოსო
გაზიარება

სიცივე 

ყვითელი, უძილო მთვარე წევს, მდინარის დათოვლილ დამბასთან,
ფიჭვების ხავსიან თითებზე ჩამოსხდნენ დაღლილი ჩიტები,
ქარებმა ღრუბლები დალეწეს, ფიფქებმა დაბურეს ანფასი,
შენ, ფანჯრის რაფასთან ზიხარ და არშობილ ბავშვივით გშივდება

სიცოცხლე, რადგანაც აცივდა და იცი - ვერავინ გაგათბობს,
რადგანაც არავინ შემოგრჩა, რომ თუნდაც, ბარათი მისწერო.
ნატრობ, რომ აყვავდეს ეზოში შარშანწინ დარგული გარგარი.
ვარდების კოცონთან კოცნისას დაშლილი ათასი ბისერი,

ახლაც რომ ღაწვებძე გაყრია, ახლაც რომ გისველებს ბაგეებს,
მძივებად აკონე და ისევ აავსე ცისფერი ლაგუნა.
ქოთანში ამოზრდილ ბალბაზე, სიცივე სიცოცხლეს ადედებს.
ზამთარში, უფალმა მზესაც კი, ძილი და ოცნება არგუნა.

ყვითელი, უძილო მთვარე წევს, მდინარის დათოვლილ დამბასთან,
ფიჭვების ხავსიან თითებზე ჩამოსხდნენ დაღლილი ჩიტები.

??????