კაიშაური რუსუდან
გაზიარება

გაცვეთილი ფეხსაცმელი 

ოთხი შვილი მყავს:
დილა, შუადღე, საღამო,
ღამე - ცელქი და ავსული.
ცხოვრება - ჩემი მეუღლე
სულ საშოვარზეა წასული.
ყელამდე ვზივარ სარეცხში,
მერე ჩამოვფენ ღრუბლებად.
ჩემი ქმარ-შვილი არა ჩანს,
გუბეებს ვასხამ სუპებად.
ერთად ვერასდროს გავლაღდით
ცხოვრება, მე და შვილები.
მე როცა ვხარობ, ისინი
არიან გადაღლილები.
არც ვინმე სატრფო არა მყავს,
რომ მასთან ერთად გავიქცე,
ეს ჩემი ფეხსაცმელები
ოცნების გზაზე გავცვითე.

??????