კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

აბელისა და კაენის სონეტი 

ადამიანო, ვით მოგმართო, მითხარ, რა ენით,
ჩემი გაგება შენთვის ალბათ იქნება ძნელი,
შენ ვერცკი ხვდები, ოდითგანვე რომ ხარ კაენი,
დედის საშომდე შენს და-ძმათა სასტიკი მკვლელი.

სპერმის ნაკადში " ...ტოზოიდი" იყავ ერთ-ერთი,
მაგრამ ვერაფრით ვერ იგუე " ...ტოზოიდობა",
გზა სულ წიხლებით გაიკვლიე, არსად შეჩერდი
და მარტოოდენ საშოს წიაღ ჰპოვე მშვიდობა.

შენ თუმც მოგეცა ღვთაებრივი ზნეობის წესი,
მაგრამ ვაი, რომ ამ კანონებს რა თავში იხლი,
როდესაც უცებ გაგიწყდება სინდისის მყესი
და კვლავ გწყურია გაშმაგებით და-ძმათა სისხლი.

- მითხარი მაინც, რად გამომდე ყელზე საბელი?
გონს მოდი კაენ, მე ხომ ძმა ვარ შენი, აბელი!

??????