კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

პეიზაჟის სონეტი 

იმ ხედს რა ვუყოთ, სადაც უკვე აღარ ვიქნებით?
მთებს, რომლებზედაც ვეღარ ავალთ ან წყლის იმ ჭავლებს,
ჩვენ რომ ვერასდროს ვიცურებთ და მხოლოდ ფიქრებით
მოვეფერებით მათს ჩვენს მიღმა გულგრილად ჩავლებს.

პეიზაჟს ჩვენ არ ვენაღვლებით, ჩვენთვის კი იგი
არის სიცოცხლე, ცხოვრება და სამშობლო თავად,
თვალსაწიერი, რომლის ნაცნობ სამანებს იქით
ჩვენ ნოსტალგია გვეუფლება და ვხდებით ავად.

ჩვენ არ ვარსებობთ მისთვის. ხე თუ ეს მინდორ-ველი,
კენჭი, ბუჩქი თუ თივის ზვინი, ნისლის ნაფლეთი
ახლობელია უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ - მთელი
კაცობრიობა: სემი, ქამი თუ იაფეტი.

სამშობლოვ ჩემო, სხვა ქვეყნებში სიცოცხლეს ვარჩევ,
შენს პეიზაჟზე სულ პატარა ბორცვად რომ დავრჩე.

??????