მამედლი იმირ
გაზიარება

ჩემი სახელი 

მე ვგრძნობ ყოველთვის,
ჩემი სახელი ხელს (კი არ უწყობს)
უშლის ჩემს ლექსებს.

ეს ასე ხდება:
იმირ მამედლის მეტის გაბედვა
(კარგი გაგებით)
არ შეუძლია.

თუ იტყოდა,
მხოლოდ და მხოლოდ
ასე იტყოდა იმირ მამედლი.

მან ეს უნდა თქვას,
არც მეტი და არც ნაკლები,
არც ნაკლები და არცა მეტი.
ჩემი სახელი
ჩინური კედელია
ჩემს ლექსებს რომ
ერტყმის და ზღუდავს.

უსახელობა უსაზღვრობაა
და მოიცავს ზრდასრულ სიმართლეს,
ანუ სამყაროს.

??????