მიქაბერიძე მაია
გაზიარება

ფსიქიკა 

სუსტი ფსიქიკა ჰქონდა.
მის სახლს ყაჩაღი შეეჩვია,
ცნობიერებიდან მოსტაცა ადამიანი -
სამყარო.
სიბნელიდან უთვალავი ვარსკვლავი დაჰყურებდა.
ადამიანები თვალებს ხუჭავდნენ,
იგი კი იდგა,
წამწამებს უთვალთვალებდა,
ნაძვის ხის სათამაშოებივით რომ აესხათ სიზმრები.
ვიღაცამ უთხრა:
წადი, ღმერთს თხოვე, არ დაიძინოს...
იგი კი სიზმრებს მიეყრდნო,
კოსმოსს შეეხო -
მიტოვებული ფსიქიკის სითბოს
და დრო შეიგრძნო...
გაიწკრიალეს ნაძვის ხეებმა,
გაახილა ყველამ თვალები
და სამყარო მიებჯინა გამჭვირვალე სათამაშოებს,
როგორც ყაჩაღის ალესილი სუსტი დანები.

??????