ონიანი ესმა
გაზიარება

ტყვე 

ჩემი ფიქრების მარწუხებში მყავხარ მომწყვდეული -
თავის მიდრეკას არ გაცლი.
ბორგავ და ცდილობ გაურკვევლისგან განთავისუფლდე,
იგი ტკბილი დაბეგვით გიბრუებს სხეულს,
მოგეცვარა კისერი,
თვალები ერთმანეთისკენ მიგორავს ვნებით შეძრული,
შენს წინაშე ვარ მწარე სიცხადით,
სხეულთა შეტკბობის უიმედო სიშორით.
გინდა გაუსხლტე უნამდვილო სინამდვილისგან,
მაგრამ არ გიშვებ,
ჩემი ფიქრებით შორიდან გიმწყვდევ
მწარედ ტკბილი მარწუხებით.
თვით აშვების წუთებშიც,
როცა ფიქრით არ გიბორკავ ყოფას,
ჩემმიერობა ყვითელ ჩალმასავით გეხვევა თავზე.

??????