სარიშვილი მაია
გაზიარება

* * * სამზარეულოს იატაკზე რომ 

სამზარეულოს იატაკზე რომ
სათამაშო მატარებელი დაღოღავდა,
ახლა მოსაკლავად დამდევს.
უმემანქანეო, უმგზავრებო, უკაციშვილო -
ლიანდაგს ასცდა,
აღარ უყურებს ინსტრუქციას
და მიმართულების ღილაკებს.
რას ემსგავსები, თამაშო?
რაღაც რკალები და ხვეულები
ნამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ,
თოჯინების ცივი ნესტოები -
შვილების მსუნთქავ ცხვირებად.
რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..

??????